2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში ქალაქ წყალტუბოში, ყაზბეგის ქუჩაზე მუნიციპალურ სასაფლაოსთან მისასვლელი გზის აღდგენა მიმდინარეობს. სამუშაოები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დაათვალიერა. აღინიშნა, რომ უახლოეს დღეებში დასრულდება აღნიშნულ გზაზე ბეტონის საფარის დაგება.

უკვე დასრულდა სოფელ გუმბრაში წყლის მინი სატუმბი სადგურის მოწყობის პროექტი, რომელიც 4500 ლარით სწორედ 2018 წლის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, შედეგად, სასმელი წყალი ბოლო წელიწადნახევრის შემდეგ სოფელში მცხოვრებმა 22 ოჯახმა მიიღო.
2018 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სულ დაგეგმილია 40-ამდე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 2 მილიონ 700 ათას ლარს შეადგენს.
ინფორმაციას და ფოტომასალას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამაახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.