წყალტუბოს საკრებულოში გენდერულ საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
22-03-2018, 18:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 


საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწემ, მზია კიკალიშვილმა საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეებს პრეზენტაცია წარუდგინა და გენდერის მიმართულებით, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ინიციატივები გააცნო.

 


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს სტამბულის კონვენციის 2017 წლის მაისში რატიფიცირების დადებით შედეგებზე.

 


ამასთან, საუბარი შეეხო გენდერული კვოტირების კანონპროექტს, რომელსაც მიმდინარე წლის მარტის ბოლოს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს.

 


მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის მოწვევის პარლამენტში საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი - 23 ქალი წევრია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როდესაც ევროპულ სახელმწიფოებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მსგავსი გამოცდილება, 1919 წლის საქართველოს დამფუძნებელ კრებაში 130 დეპუტატიდან 5 იყო ქალი.

 


შეხვედრის ბოლოს დამსწრეებისთვის საინტერესო საკითხების ირგვლივ დისკუსია გაიმართა, რომელშიც საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი ჩაერთო.

 

 

ინფორმაციას წყალტუბოს საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი