ადიგენის მუნიციპალიტეტში, წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქცია გაიმართა
22-03-2018, 18:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადიგენის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა.

 


ადიგენის მერიის პრესსამსახურის ცნობით, აქციის ფარგლებში, მდინარის ნაპირები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა. დასუფთავდა დაბა ადიგენისა და აბასთუმანის ქუჩები, სოფლების, საავადმყოფოს, საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიები.

 

 

გარემოსდაცვით ღონისძიებებში მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ-ების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საავადმყოფოს, სახანძრო-სამაშველო სამსახურის, საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

 

პროექტი, რომელიც საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით ხორციელდება, მდინარეების და წყალსატევების ნაპირების დასუფთავებაზეა ორიენტირებული.

 


1993 წლის 22 თებერვალს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული იქნა რეზოლუცია, რომლითაც 22 მარტი წყლის რესურსების საერთაშორისო დაცვის დღედ გამოცხადდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი