ბელარუსის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დიმიტრი ქუმსიშვილი დახვდა
22-03-2018, 17:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჩამოვიდა. ალექსანდრე ლუკაშენკოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი დახვდა. ბელარუსის პრეზიდენტთან ერთად თბილისში ქვეყნის სამთავრობო დელეგაციაც იმყოფება.

 


ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის ფარგლებში უკვე გამართეს მნიშვნელოვანი შეხვედრები ორი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებმა, სადაც საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, მიხაელ რუსისთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა იმ პოტენციალზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს ვაჭრობის, ერთობლივი საწარმოების დაფუძნებისა თუ სხვა ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან სფეროებში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბელარუსის უმაღლესი ხელისუფლებების განსაკუთრებულ წვლილს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

 


ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ბელარუსის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმიც გაიმართა, რომელიც დიმიტრი ქუმსიშვილმა და მიხაელ რუსიმ გახსნეს. როგორც ფორუმზე აღინიშნა, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისა და პარტნიორული თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის კუთხით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი