წყალტუბო, საირმესთან ერთად, ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის წევრია.
წყლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, წყალტუბოში რამდენიმე შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში მოეწყო მოსწავლეთა კონფერენცია, სადაც ა(ა)იპ „წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ ეკოლოგიის წრის მოსწავლეებმა აუდიტორიას წყლისა და ეკოსისტემის დაბინძურების შესახებ თემები წარუდგინეს.
კონფერენციას იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე პაატა ახალაძე და საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ნიჟარაძე ესწრებოდნენ.
იოსებ ხახალეიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის მიერ მომზადებული ვიდეორგოლი წარუდგინა, სადაც თავმოყრილია ევროპის საუკეთესო თერმული კურორტები, მათ შორის, ბელგიის კურორტ სპასა და საფრანგეთის ვიშისთან ერთად დასახელებულია წყალტუბო.
ინფორმაციას წყალტუბოს საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.