საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერეს „ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას".
როგორც ჩარჩო ხელშეკრულებაშია აღნიშნული: ბელარუსი და საქართველო ადასტურებენ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ერთგულებას - სუვერენული თანასწორობის პატივისცემას, ტერიტორიული მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შიდა საქმეებში ჩაურევლობას.
ასევე, ბელარუსის რესპუბლიკა და საქართველო ითვალისწინებენ საერთო ინტერესებს ყველა სფეროში განამტკიცონ მეგობრული ურთიერთობები და ადასტურებენ ორმხრივ მისწრაფებას განავითარონ ხანგრძლივი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა;
საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, სხვა შეთანხმებებთან ერთად ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულება, უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტია სახელმწიფოთშორისი ურთიერთობისათვის და საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკებს შორის თანამშრომლობის გრძელვადიან სტრატეგიას და პრინციპებს განსაზღვრავს.
„აღსანიშნავია, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 24 წლის განმავლობაში დღევანდელ დღემდე ვერ მოხერხდა ამ ხელშეკრულების გაფორმება და იგი გაფორმდა დღეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვა პრინციპებთან ერთად, რაც ჩადებულია ჩვენი თანამშრომლობის საფუძვლად ასევე ხაზგასმულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში“, განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.