გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 22 მარტს მსოფლიოში წყლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. წყლის რესურსების დაცვისა და გაფრთხილების კამპანიას წელს პირველად მასშტაბური ღონისძიებებით შეუერთდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, რომელიც გასული წელს გახდა ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის წევრი.
„ჩვენს ქალაქში საფუძველი ჩაეყარა და ტრადიციად იქცა წყლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა, სლოგანი „გავუფრთხილდეთ ბუნებას და წყლის რესურსებს, ვიზრუნოთ მათ უსაფრთხოებასა და რაციონალურად გამოყენებაზე“ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და აქტუალურია, რადგან წყალტუბოს უნიკალური თერმულ რადონული სამკურნალო წყალი დიდი ხანია ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლოა“, აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
„დღეს წყალტუბოში მასშტაბურად აღინიშნა წყლის საერთაშორისო დღე, ჩატარებული ღონისძიებებით გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას თუ რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად წყალს, მის ეფექტურად გამოყენებასა და დაცვას“, განაცხადა წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა.

სკოლა „ოცნების“ მონაწილებით მოეწყო ექსკურსია წყალტუბოს წყალმომარაგების სათაო ნაგებობასთან, ა(ა)ი.პ წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრმა მეექვსე აბაზანაში თერმული წყლების თემაზე კონფერენცია ჩაატარა, ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის სახლის ეკოლოგიის წრის (ხელმძღვანელი ცირა ბერეკაშვილი) წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია და ვიდეო რგოლები თემაზე: „წყალი სიცოცხლეა, გაუფრთხილდეთ მას“, ნაჩვენები იქნა ევროპის ისტორიული ქალაქების თერმული ასოციაციის მიერ მომზადებული კლიპი, რომელშიც ამავე ასოციაციის პრეზიდენტი საუბრობდა ბუნების საჩუქრის - წყლის მნიშვნელობასა და ევროპის კულტურულ მარშუტებში გაერთიანებული ისტორიული თერმული ქალაქების შესახებ.
„უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ ევროპის თერმული წყლების ასოციაციაში იმერეთი რეგიონი წარმოდგენილია წყალტუბოსა და ბაღდათის სახით, ეს მუნიციპალიტეტები როგორც ისტორიულად თერმული მნიშვნელობის მქონე ქალაქები საქართველოდან ჩართულები არიან ევროპის კულტურულ მარშუტებში, დღეს წყალტუბოში წყლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობდა ბევრი ახალგაზრდა, რითაც გაიზრდება მათი მსოფლხედველობა და კეთილგანწყობა წყლის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსის მიმართ“, განაცხადა იმერეთის ვიცე გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა.
წყლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქტივობებს როგორც ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით გამოეხმაურა გამაჯანსაღებელი ცენტრი „BE-HEALTHY“, რომელმაც ინკლუზიური ბავშვების სპეციალური მომსახურების პაკეტი შესთავაზა. კამპანიის ფარგლებში დარიგდა საინფორმაციო ფლაერები.
წყლის საერთაშორისო დღეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების ორგანიზება მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა უზრუნველყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.