საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკოს ადგილობრივი, ქართული კონიაკის წარმოება დაათვალიერებინა და ბელარუსის პრეზიდენტსა და დელეგაციას „სარაჯიშვილის" კონიაკის ქარხანაში უმასპინძლა.
კომპანიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტებს სარაჯიშვილის კონიაკის წარმოების ისტორია და კონიაკის დაყენების წესი გააცნეს, სტუმრისა და ქართულ - ბელარუსული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც მომავალ წელს აღინიშნება, საფირმო კონიაკის კუპაჟირება მოახდინეს და კასრი დალუქეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.