აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ეიჩ არ მაკმასტერი თანამდებობიდან გაათავისუფლა და აღნიშნულ პოსტზე მის ნაცვლად ბუშის ეპოქის ქორი და გაეროში ამერიკის ელჩი ჯონ ბოლტონი დანიშნა, რომელიც მხარს უჭერდა ჩრდილოეთ კორეასა და ირანზე თავდასხმას.
ტრამპმა მაკმასტერს თვითერზე მადლობა გადაუხადა და თქვა: „მან „ბრწყინვალე სამუშაო შეასრულა და იგი ყოველთვის დარჩება ჩემს მეგობრად“.
მაკმასტერამდე ტრამპმა თანამდებობა დაატოვებინა სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს, რომელიც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, მაიკ პომპეომ შეცვალა.
ბოლტონი, რომლის დანიშვნასაც აშშ-ის სენატის დამტკიცება არ სჭირდება, 14 თვის განამვლობაში ტრამპის მესამე ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იქნება. იგი საქმიანობას 9 აპრილს შეუდგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.