შუახევის მუნიციპალიტეტში, მდინარეში დაკარგული 14 წლის ბიჭი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს
23-03-2018, 10:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შუახევის მუნიციპალიტეტში, მდინარეში ჩავარდნილი 14 წლის მურმან ფუტკარაძე მაშველებმა დღეს დილით ჩირუხის წყალში გარდაცვლილი იპოვეს.

 


შემთხვევა შუახევში, სოფელ შუბანში 4 დღის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭს ბურთი მდინარეში გადაუვარდა და მის ამოსაღებად ჩავიდა.

 

 

შუახევის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სამძებრო სამუშაოებში სამაშველო სამსახურის 12 ბრიგადა და 70 მეხანძრე-მაშველი და 3 მყვინთავი იყო ჩართული, მათ შორის ბათუმიდან, თბილისიდან, ქედიდან და ხულოდან.

 

 

სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაშველებს ადგილობრივებიც ეხმარებოდნენ.

 

 

გარდაცვლილი ბიჭის, მურმან ფუტკარაძის ოჯახს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მიუსამძიმრეს. მთავრობის თავმჯდომარემ მაშველებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი