გუდაურში მომხდარი შემთხვევის გამო, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილემ და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობები დატოვეს
23-03-2018, 12:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გუდაურში, 16 მარტს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობები დატოვეს.

 

 

ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, აღნიშნულმა პირებმა ეკონომიკის მინისტრს უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე თავადვე მიმართეს.

 


პირველმა ვიცე პრემიერმა დღეს კომპანია „ბიურო ვერიტასის” პირველადი დასკვნა გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ 16 მარტს, გუდაურში მომხდარი შემთხვევა ძაბვის ვარდნის შემდეგ მომხდარმა ადამიანურმა შეცდომებმა გამოიწვია.

 

 

„ამოღებული ჩანაწერებიდან, რომელსაც იძლევა მოწყობილობაში ჩამონტაჟებული სპეციალური მეხსიერება, დადგინდა, რომ ნამდვილად 16 მარტს იყო ძაბვის ვარდნა, რომელმაც გამოიწვია საბაგიროს გაჩერება, თუმცა საბაგიროს გაჩერების შემდეგ ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით, ანუ ქმედებათა ერთობლიობის შემდეგ უნდა მოეხდინა აღნიშნული საბაგიროს გადაყვანა დიზელ გენერატორზე და იქ მყოფი ტურისტების მიყვანა იმ წერტილამდე, საიდანაც ისინი ჩამოვიდოდნენ და დაცლიდნენ საბაგიროს.

 

 

დღეს არსებული დასკვნით ოპერატორმა დაუშვა შეცდომა. ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მან განახორციელა არ იყო თანხვედრაში იმ ქმედებებთან, რომელიც გაწერილია ინსტრუქციაში. შესაბამისად, ეს იყო ადამიანური შეცდომის ფაქტორი.

 

 

ოპერატორი, რომელიც იქ იყო, ჩამოშორებულია ამ საქმიანობას. ასევე, ორმა ადამიანმა მომმართა იმისთვის, რომ შეჩერებული ყოფილიყო მათი მოვალეობები. ესენი არიან მთის კურორტების კომპანიის დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში და ასევე, გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსი. ეს ორი ადამიანი ასევე იღებენ პასუხისმგებლობას.

 

 

ისინი გრძნობენ მორალურ პასუხისმგებლობას აღნიშნულზე. მათ მომმართეს, რომ შეჩერებოდათ თავიანთი უფლებამოსილებები”, განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი