ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი და საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი დღეს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სტუდენტური პარლამენტი და „საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება“ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტთან ერთად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშიც განახორციელებს პროექტს „განავითარე შენი რეგიონი“.
სტუდენტური პარლამენტისა და საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების წარმომადგენლებმა (გიგა გლუნჩაძე და სხვები) ადგილობრივ ხელმძღვანელობას აღნიშნული პროექტი დეტალურად გააცნეს და მის მნიშვნელობაზეც ესაუბრნენ.
შეხვედრას ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ ვარდანიანი, მერიის კულტურის, განათლების სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი ჟორა სნხჩიანი, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა განყოფილების უფროსი ვაჰე ირიციანი და საკრებულოს აპარატის უფროსი არფიკ სოღოიანი ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ნინოწმინდის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.