ბელარუსის პრეზიდენტი ილია მეორეს: მე სამუდამოდ დამამახსოვრდება თქვენ სიტყვები, რომლებიც მითხარით, როდესაც პირველად შემოვდგი ფეხი ამ შენობაში
23-03-2018, 16:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მე სამუდამოდ დამამახსოვრდება თქვენ სიტყვები, რომლებიც მითხარით, როდესაც პირველად შემოვდგი ფეხი ამ შენობაში. თქვენ მითხარით, რამდენ ხანს გველოდებით აქ. მე ეს მახსოვს და ძალიან ვაფასებ, რომ ყოველთვის პოულობთ ჩემთან შეხვედრის დროს. მე კი გპირდებით, რომ ხშირად ჩამოვალ თქვენს ლამაზ ქალაქში, თქვენს ლამაზ ქვეყანაში, ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრაზე განაცხადა.

 


„თუ თქვენი და უფლის ნება იქნება, აუცილებლად შეგხვდებით ხოლმე. ჩემთვის ეს დიდი სიხარულია და გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ძალიან ძვირფასია. თქვენ ძალიან პატივცემული ადამიანი ბრძანდებით როგორც საქართველოში, ისე მთელ მართლმადიდებელ მსოფლიოში და არამხოლოდ მართლმადიდებელ სამყაროში“, განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

 

 

მისი თქმით, „თქვენ ჩვენთვის უცხო ხალხი არ ხართ, თქვენ ჩვენი ჭეშმარიტი ძმები ხართ. სხვა გამოსავალი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ავაშენოთ თბილი, მეგობრული ურთიერთობები უკვე არა ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში, არამედ როგორც ორმა სუვერენულმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ".

 

 

„ჩვენ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. გავაორმაგეთ სავაჭრო ბრუნვა და ვფიქრობ, უკვე მომავალ წელს მივაღწევთ 200 მილიონი დოლარის ნიშნულს. ჩვენი ურთიერთობების საფუძველის შენება თითქმის ნულიდან დავიწყეთ, ეს უკვე აღვნიშნე მთავრობის წევრებთან შეხვედრისას, ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ ამ ახალგაზრდა ადამიანებმა ჩვენს დელეგაციასთან ასე აქტიურად იმუშავეს იმისთვის, რომ გააფორმონ მრავალი შეთანხმება ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.

 

 

თქვენო უწმინდესობავ, უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით, გაგიზიარებთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც ვიცით. მე ვუთხარი თქვენს პრეზიდენტს და ამას დღეს თქვენს პრემიერ-მინისტრსაც ვეტყვი – თუ თქვენ ჩვენთან საქართველოსთვის რაიმე სასარგებლოს დაინახავთ, რისი გადაცემაც ჩვენ თქვენთვის შეგვიძლია, იყავით დარწმუნებულები, რომ ამას გავაკეთებთ ისე სწრაფად, როგორ სწრაფადაც ამას მოისურვებთ“, განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ შეხვედრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი