ალექსანდრე ლუკაშენკო: რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი არ არის კონფლიქტი ხალხებს შორის, ეს არის ხელისუფალთა კონფლიქტი
23-03-2018, 16:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი არ არის რუს და ქართველ ხალხს შორის კონფლიქტი, ეს არის ხელისუფლებების კონფლიქტი, აღნიშნული განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრისას გააკეთა.

 

 

„თქვენ სწორად აღნიშნეთ, საქართველოს მთავარი პრობლემა – ტერიტორიული მთლიანობა. თქვენ იცით ამასთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება – ჩვენ ყველა პრობლემისა და კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიან დარეგულირებას ვემხრობით.

 

 

თქვენ ახსენეთ რუსეთი. საქართველოს ხელისუფლებასთან ამ თემაზე ძალიან ხშირად ვსაუბრობთ. ასევე ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ურთიერთობები უნდა დამყარდეს ყოველგვარი უთანხმოებისა და სხვადასხვა შეხედულების მიუხედავად. უთანხმოებები შეიძლება იყოს, ისინი იყო და ყოველთვის იქნება, მაგრამ ამის მიუხედავად, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ უკან ხალხი, ერები დგას, მათ სურთ მშვიდობიანად ცხოვრება და მეგობრობა.

 

 

გუშინ ჩემს კოლეგა პრეზიდენტს ვუთხარი, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი არ არის რუს და ქართველ ხალხს შორის კონფლიქტი, ეს არის ხელისუფლებების კონფლიქტი და საჭიროა, ორივე მხარის ამბიციებისგან განზე გადგომა და ნორმალური ურთიერთობების დამყარება, რაც ჩვენს ერებს შორის საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა“, განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი