„თავდაცვის დაგეგმვის კურსი“ დასრულდა. მონაწილეებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა, პროფესიული განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, მერი გაბაშვილმა და ტრენერმა ტომას იანგმა გადასცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
ტრენინგის ფარგლებში მსმენელებმა თავდაცვის სფეროში დაგეგმვის პროცესთან დაკავშირებულ პრიორიტეტებსა და სირთულეებზე, ასევე, დაგეგმვის პროცედურების სპეციფიკაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.
კურსს ამერიკელი პროფესორი, ტომას იანგი უძღვებოდა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა (DIB) და და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.