ვანის ეტალონი მოსწავლის ტიტულს საპატრიარქოს წმინდა მოციქულთასწორის, ნინო ქართველგანმანათლებლის სახელობის ვანის მართლმადიდებლური გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე ჯონი დიასამიძე დაეუფლა.
ეტალონის ფინალური ტური ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში ჩატარადა.
ფინალურ შეჯიბრს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ივანიაძესთან, ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორთან ივანე კორძაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად დაესწრო.
ალექსანდრე გოგორიშვილმა სცენიდან მიულოცა ეტალონის გამარჯვებულ მოსწავლეს ფინალურ ტურში მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატება და დიპლომიც გადასცა.
ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.