საქართველოს პრემიერ მინისტრი აშშ-ის კონგრესსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული კიდევ ერთი მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის.
„ამერიკის შეერთებული შტატები 2018 წლის ბიუჯეტის კანონში გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და კრძალავს იმ მთავრობების დაფინანსებას, რომლებმაც აღიარეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა.
ამასთან 2018 წლის ბიუჯეტში აშშ ზრდის საქართველოსადმი მხარდაჭერას 105 325 000 აშშ დოლარამდე.
კანონს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს მოაწერა ხელი.
ეს არის როგორც აშშ-ის კონგრესის, ისე ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და შემდგოში კიდევ უფრო აქტიური თანამსრომლობისთვის მზაობის მკაფიო დასტური.
მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ის კონგრესსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული კიდევ ერთი მტკიცე მხარდაჭერისათვის", ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში, რომელიც პრემიერ მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.