სინოდმა ნიკორწმინდის ეპისკოპოსად არქიმანდრიტი ვახტანგ ლიპარტელიანი დაადგინა
25-05-2015, 07:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ნიკორწმინდის ეპისკოპოსად არქიმანდრიტი ვახტანგ ლიპარტელიანი დაადგინა.


საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელმძღვანელობდა.


მღვდელმთავრებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ხოლო წმინდა სინოდის სხდომის განჩინება სავარაუდოდ მოგვიანებით გახდება ცნობილი.


არქიმანდრიტი ვახტანგ ლიპარტელიანი თავდაპირველად თბილისში მოღვაწეობდა, ბოლო სამი წლის განმავლობაში კი მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი იყო.


ნიკორწმინდის ყოფილი მიტროპოლიტი ელისე მარტის შუა რიცხვებში გარდაიცვალა და დღემდე ახალი მღვდელმთავარი დადგენილი არ იყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი