დღეს ქართველი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვაა. ის ოკუპანტებმა წამებით მოკლეს. მოკლეს იმიტომ, რომ თავი არ დაუხარა, იმიტომ რომ უარი თქვა ეღიარებინა „ახალი რეალობა", იმიტომ რომ, ნამდვილი ქართველი იყო, ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ტატუნაშვილმა გაიმეორა გიორგი ანწუხელიძის გმირობა და „კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ 21-ე საუკუნეშიც, სამშობლო, მისთვის ბრძოლა და თავდადება, ისეთივე აქტუალურია, როგორც ყველა წინა ეპოქაში და გმირები, მარტო წიგნებში, არ არსებობენ".
„ქედს ვიხრი მისი მშობლების წინაშე. ტატუნაშვილი, ანწუხელიძის მსგავსად, არის მებრძოლი საქართველოს სიმბოლო, ნაწამების, ნაიარევის, მაგრამ მაინც გაუტეხელის!
გამოვდივარ ინიციატივით, მიენიჭოს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება და სხვა ღონისძიებები ჩავატაროთ მისი სახელის უკვდავსაყოფად და ქართველების ახალი თაობების მის მაგალითზე აღსაზრდელად", წერს სააკაშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.