„ყველაფერი, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს იმ უბედურების და იმ ომის გაგრძელებაა", აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან ახალგორის რაიონის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილი სამშობლოსთვის შეწირულია.
„ყველა შეწირული ადამიანი, მათ შორის, არჩილ ტატუნაშვილი არის სამშობლოსთვის შეწირული. ამ ყველაფერს, სამშობლოს სიყვარულს შეეწირა და სწორედ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა მისი ადგილი. კიდევ ერთხელ მინდა ხელისუფლებას, ყველას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, უდიდესი მადლობა გადავუხადო“, განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.
არჩილ ტატუნაშვილს დღეს, 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო წესით დაკრძალავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.