საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ქვემო სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიან სოფელ ზესხოში იმყოფებოდა. სოფელი ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მდებარეობს და იქ ამჟამად მხოლოდ ფრიდონ ქალდანის ოჯახი ცხოვრობს.
მინისტრმა ფრიდონ ქალდანს საჩუქრად მოტობლოკის კომპლექტი გადასცა. აღნიშნული კომპლექტში მოტობლიკი, სათიბი, გუთანი, კულტივატორი, ხელის სათესი შედის და მაღალმთიან სოფლებში მიწის დამუშავებისთვის ტექნიკურად ყველაზე მოსახერხებელია.
„ბატონ ფრიდონს დავპირდით და დღეს ამოვუტანეთ მოტობლოკი. ბატონი ფრიდონი გახლავთ გმირი, ერთადერთი ადამიანი მთელს სოფელში, რომელიც აქაურობას არ ტოვებს. გვინდა სტიმული მივცეთ სხვებს, გვინდა ხალხს შევუქმნათ პირობები და დავაბრუნოთ უკან, ულამაზეს და უძველს ქართულ სოფლებში. აქ ყოველი მეორე სახლი დაცარიელებულია და მიტოვებული. ჩვენ მაქსიმუმი უმდა გავაკეთოთ მთიანი რეგიონის ასაღორძინებლად”, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
„აქ ყოველი კაცის მოსვლა ბედნიერებაა, სიხარულია აქ მაცხოვრებლისათვის. დღეს ბატონი სოფლის მეურნეობის მინისტრი მობრძანდა, საჩუქრით. ეს მოტობლოკი ძალიან შეამსუბუქებს შრომას. აქამდე ვამუშავებდი გუთნით, ხარებით. მადლობის მეტი რა მეთქმის. ისე ვღელავ, საუბარი მიჭირს... აქ არაფერი არ მოდის კარტოფილის გარდა. დღეს სათესლე კარტოფილიც მივიღე საჩუქრად. ერთადერთი კარტოფილია, რასაც ვაწარმოებთ და მისი რეალიზაცია გვასულდგმულებს“, - აღნიშნა მინისტრთან შეხვედრის დროს ფრიდონ ქალდანმა.
ოთარ დანელიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მაღალმთიანი სოფლების მკვიდრთა ხელშეწყობა პრიორიტეტია. ხელისუფლება სოფლის მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების პროექტებზე მუშაობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.