საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი უმცროსი სერჟანტი, არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
დაკრძალვის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო. ლევან იზორიამ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოხატა და განაცხადა, რომ ის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლია.
„ვუსამძიმრებთ ოჯახს და სრულიად საქართველოს. არჩილი არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი, მან წამებით საქართველოს სიყვარულს მისი ღირსების დაცვას შესწირა თავი, ამიტომ, საქართველო არასდროს დაივიწყებს თავის გმირს“, განაცხადა იზორიამ.
ძმათა სასაფლაომდე ლევან იზორია წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფეობდა. მინისტრმა დაღუპულის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.