უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიიჩნევს, რომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის და უმაღლესი რადას დეპუტატის, უკრაინის ეროვნული გმირის, ნადეჟდა სავჩენკოს „მხილება“ სპეცსამსახურებისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოებში ღირებულ გვერდებს დაიკავებს.
„ბოლო ორი თვის განმავლობაში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ორი მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა, რომელიც მომავალი სპეცსამსახურებისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოებში ღირებულ გვერდებს დაიკავებს. თავდაპირველად ბრწყინვალედ იქნა მხილებული და ლეგალურად და დოკუმენტურად იქნა ნაჩვენები უმაღლეს რადასთან განთავსებულ „საპროტესტო ბანაკსა“ და რუსეთის ფედერაციაში ФСБ-ს არხზე მჯდომ მცირე რუსულ ემიგრაციას შორის კავშირი... მოპოვებულია დამაჯერებელი სამხილები და გადაკეტილია ფინანსური არხი დნეპრსა და მასკვა-რეკას შორის, რომლითაც ისინი ამისამართებდნენ ამ 30 ვერცხლს“, განაცხადა პოროშენკომ, რომლის სიტყვების ციტირებაც „უკრაინსკაია პარვადას“ აქვს მოყვანილი.
პრეზიდენტის თქმით, უფრო მნიშვნელოვანია, რომ „მაღალპროფესიულ დონეზე იქნა მხილებული მტრის ბუდე, რომელიც მასშტაბურ ტერაქტებს და მრავალრიცხოვან მსხვერპლს ამზადებდა“.
„ისინი (სააკაშვილი და სავჩენკო) ამზადებდნენ, როგორც ამას თავად უწოდებდნენ „მართული ქაოსის თეორიას“ - სახელმწიფო გადატრიალებას უკრაინაში, რომელიც პოროშენკოს სიტყვებით, „რუსეთის ინტერესებშია“.
სააკაშვილმა პოროშენკოს განცხადებების შესახებ კომენტარი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გააკეთა და უკრაინის პრეზიდენტს „იაფფასიანი, უღირსებო და უსინდისო მატყუარა“ უწოდა. „თუკი მათ მე მამხილეს, მიიყვანონ თავიანთი „მხილება“ ბოლომდე. შემიშვან მე უკრაინაში და დამიმტკიცონ თავიანთი ეჭვები სასამართლოში! თავიდან თავს დავიცავ სასამართლოში, ხოლო მომავალ წელს სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, პოროშენკოს წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად წარვსდგები“, განაცხადა სააკაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ იგი უკვე იმყოფება „ისტორიის სახელმძღვანელოებში“, ხოლო უკრაინის პრეზიდენტი „მხოლოდ კრიმინალურ და სასამართლო ქრონიკებში იბრწყინებს“.
უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი თებერვალში გააძევა პოლონეთში, საიდანაც იგი გასული წლის შემოდგომით მესაზღვრეების და სამართალდამცველების კორდონების გარღვევით შევიდა უკრაინაში. უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მას ქვეყანაში შესვლა 2021წლამდე აუკრძალა.
ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის უმაღლეს რადაში ტერაქტების მომზადების ბრალდებით ხუთშაბათს დააკავეს. მანამდე დეპუტატმა აღიარა, რომ დონბასიდან იარაღი შემოჰქონდა და კიევში სამთავრობო კვარტალის განადგურების სქემებს ადგენდა. მან განაცხადა, რომ ყველაფერი ეს იყო „სიურეალიზმი და პოლიტიკური პროვოკაცია“, ხოლო მისი მთავარი მიზანი იყო ის, რომ „ეჩვენებინა ხელისუფალთათვის, რომ ისინიც მოკვდავები არიან“. სავჩენკოს ორთვიანი წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც მან შიმშილობა გამოაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.