25 მარტს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი დაარსებიდან 15 წლისთავს აღნიშნავს. იუბილე ცენტრისთვის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სტატუსის მინიჭებითა და სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსის დაწყებით აღინიშნა.
საზეიმო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, განხორციელებული საგანმანათლებლო რეფორმის შედეგად, სერჟანტთა სამხედრო პროფესიული განათლების ისტორიაში პირველად, ცენტრში სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსი იწყება, რომელიც სერჟანტთა სამხედრო პროფესიული განათლების მესამე დონეს წარმოადგენს და ბატალიონისა და ბრიგადის სერჟანტებს მოამზადებს. იწყება ინგლისური ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსიც. სწორედ აღნიშნულმა ტრანსფორმაციამ განაპირობა ცენტრისთვის აკადემიის სტატუსის მინიჭება, რაც დღეიდან სერჟანტს სამხედრო პროფესიულ განათლებას მისცემს და მხოლოდ წვრთნაზე აღარ იქნება ორიენტირებული.
ცერემონიალზე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ სერჟანტთა აკადემიის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს, ვიცე-პოლკოვნიკ მიხეილ გოგნაძეს აკადემიის ახალი საბრძოლო დროშა გადასცა.
ღონისძიების დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამხედროებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმის გამო, ჯილდოდ საშტატო იარაღი გადასცა. სერჟანტები ასევე, დაჯილდოვდნენ მედლებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკლო სამსახურისთვის და "გიორგი ანწუხელიძე’’.
სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის 25 მარტს, გერმანული მხარის დახმარებით დაარსდა, სადაც ნატოს სტანდარტებთან მიახლოებული პროგრამით ათეულისა და ოცეულის სერჟანტის მომზადება მიმდინარეობდა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.