გარდაბნის მერია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების მოსამზადებლად ელექტრონულ ტენდერებს აცხადებს
25-03-2018, 12:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების მოსამზადებლად ელექტრონულ ტენდერებს აცხადებს.

 


გარდაბნის მერიის ინფორმაციით, 21 მარტს გამოცხადდა ტენდერი სოფელ კრწანისში შიდა გზების მოასფალტების საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, რისთვისაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას 2 500 ლარი (დღგ-ის ჩათვლით) აქვს გათვალისწინებული. წინადადებების მიღება 30 მარტს დასრულდება.

 


ამავე დღეს გამოცხადდა ტენდერი ქ.გარდაბანში, კერძოდ ლელაშხას დასახლებაში და სოფელ კრწანისში საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, სადაც წინადადებების მიღება 27 მარტს დაიწყება, ხოლო წინადადებების შეთავაზებების დასრულების თარიღად 29 მარტია განსაზღვრული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5000 ლარს (დღგ-ის ჩათვლით) შეადგენს.

 


სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისსა და ახალსოფლის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისათვის, საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დასამზადებლად გათვალისწინებული თანხა 5000 ლარია (დღგ-ის ჩათვლით). წინადადებების მიღება 26 მარტს დაიწყება და 28 მარტს დასრულდება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი