ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთმა თეორეტიკოსმა, სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელის ახლო მრჩეველმა, „რესპუბლიკელმა“ რიჩარდ ჰაასმა განაცხადა, რომ აშშ-ს თავისი თანამედროვე ისტორიის განმავლობაში ახლა „ყველაზე სახიფათო მომენტი“ უდგას.
„დონალდ ტრამპი ახლა ომის სამ ფრონტზე წარმოებისთვის არის განწყობილი: პოლიტიკურის - ბობ მიულერის წინააღმდეგ, ეკონომიკურის - ჩინეთის/სხვა სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ, ასევე ნამდვილი - ირანის და/ან ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. ეს არის ყველაზე სახიფათო მომენტი თამანედროვე ამერიკულ ისტორიაში - და ეს დიდწილად ჩვენ თვითონ გამოვიწვიეთ, და არა რაიმე მოვლენებმა“, განაცხადა ჰაასმა „თვითერზე“.
ადრე ჰაასმა თავის სტატიაში „საით წავიდეთ. ამერიკული საგარეო პოლიტიკის გარდაქმნა“, რომელიც ავტორიტეტული ამერიკული ჟურნალის, „Foreign Affairs“-ის გასული წლის ივლის-აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ ახლანდელ დროებაში ვაშინგტონს სჭირდება საერთო სტრატეგია, რომელიც გამოსადეგი იქნება თავად აშშ-ისთვის და მისი მოკავშირეებისათვის. ლოზუნგი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ ცუდია იმით, რომ ყოველი ქვეყანა დაიწყებს თავისი თავის პირველ ადგილზე დაყენებას - და მაშინ არა ამერიკულ ინტერესებზე, არამედ მხოლოდ თავისაზე იზრუნებს, ხაზი გაუსვა ჰაასმა.
ამერიკამ მთლიანად მსოფლიოში უნდა დაიბრუნოს პასუხისმგებლიანი აქციონერის როლი და არ უნდა მოახდინოს პრობლემებისაგან იზოლირება. არ უნდა თქვას უარი საერთაშორისო დახმარების პროგრამებსა თუ კლიმატისთვის ბრძოლაზე. არაპროგნოზირებადობა საგარეო პოლიტიკაში კარგია როგორც ტაქტიკა, და არა როგორც სტრატეგია. საერთაშორისო წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა, შესაძლოა, რომ შეკეთებულ იქნეს, მაგრამ ის არ უნდა დაირღვეს მთლიანად. და არ უდა დავივიწყოთ, რამდენი სარგებელი მოუტანა ამ წესრიგმა ზუსტადაც რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, დაამატა ექსპერტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.