პარტიაში ყოველთვის არის განახლების პროცესი, მით უფრო, როცა არჩევნები ახლოვდება - ახლა ოპოზიციაში ყოფნა რთულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა პატრიის სამი ლიდერის პარტიიდან წასვლის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
ამასთან, გიგი წერეთელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მას კონკრეტული ინფორმაცია არა აქვს, ხოლო თუ ამგვარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.
"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წარმომადგენელი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ყველაფერი ცნობილი ოთხშაბათისთვის გახდება. "პარტიის შიგნით არის დისკუსია. ჩვენ ვმსჯელობთ სხვადასხვა საკითხზე და გვაქვს ჩვენი პოზიციები. ყველაფერი კარგად იქნება. "ნაციონალური მოძრაობა" ბრძოლას განაგრძობს", - განაცხადა ვაშაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, მან რამდენიმე თანაპარტიელის პარტიიდან წასვლის თაობაზე არაფერი იცის.
როგორც ჟურნალისტებს მაჭავარიანმა განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით "ნაციონალურ მოძრაობაში" შეხვედრა გაიმართება და განცხადებაც ამის შემდეგ გაკეთდება.
"ერთადერთი შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ პარლამენტში მოსვლამდე სერგო რატიანი პარტიის ოფისში დავტოვე", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ მაჭავარიანმა.
გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" ზურაბ ჯაფარიძემ, სერგო რატიანმა, პავლე კუბლაშვილმა, გიორგი მელაძემ და გოგა ხაჩიძემ დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.