კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი, რომელზეც ძებნა ესპანეთის პროკურატურას ჰქონდა გამოცხადებული, გერმანიის პოლიციამ, დანიისა და გერმანიის საზღვრის გადაკვეთისას დააკავა.
იგი ხუთშაბათის შემდეგ ვიზიტად ფინეთში იმყოფებოდა, საიდანაც პარასკევს, დაპატიმრების თავიდან არიდების მიზნით გავიდა და ბელგიაში აპირებდა ჩასვლას.
იგი თვითდაწესებულ დევნილობაში სწორედ ბელგიაში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც კატალონიის პარლამენტმა გასული წლის ოქტომბერში ცალმხრივად გამოაცხადა ესპანეთისაგან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის შესახებ.
პუჩდემონის მიმართ ესპანეთის პროკურატურის მიერ დაუმორჩილებლობისა და ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებები მას 30-წლიან პატიმრობას უქადის.
კატალონიის გაძევებულმა სეპარატისტმა ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა ესპანეთს მოლაპარაკებების გამართვისაკენ ბრიუსელიდან მოუწოდა მას შემდეგ, რაც კატალონიაში რიგგარეშე არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი.
BBC-ის ცნობით, მან გასული წლის დეკემბერში თქვა, რომ აღნიშნული მოლაპარაკებები შესაძლოა გაიმართოს ბელგიაში, სადაც იგი იმჟამად იმყოფებოდა, ან ევროკავშირის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.
უფრო ადრე, პუჩდემონმა გამოაცხადა, რომ ესპანეთის სახელმწიფო რეგიონის რიგგარეშე არჩევნებზე დამარცხდა.
„კატალონიას დამოუკიდებლობა სურს. სწორედ ეს არის კატალონიელი ხალხის სურვილი“, განაცხადა პუჩდემონმა ბელგიაში საუბრისას. „ჩემი აზრით, ესპანეთის პრემიერ მინისტრის, მარიანო რახოის გეგმა არ მუშაობს, ამიტომაც ჩვენ ახალი გზები უნდა ვეძებოთ ამ კრიზისის გასამკლავებლად“.
მარიანო რახოი იმედოვნებდა, რომ არჩევნები ესპანეთის მდგომარეობას დაასტაბილურებდა, თუმცა ესე არ მოხდა. მისმა კონსერვატიულმა პარტიამ დეკემბრის არჩევნებში ყველაზე ცუდი შედეგი დადო.
სეპარატისტულ პარტიებს ახალ ასამბლეაში შემცირებული ადგილებით, მცირე უმრავლესობა ეყოლებათ, თუმცა „მოქალაქეთა პარტია“, რომელსაც სურს რომ კატალონია დარჩეს ესპანეთის შემადგენელ ნახევრადავტონომიურ ნაწილად, პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს.
მას შემდეგ, რაც მადრიდმა კატალონიის ოქტომბრის რეფერენდუმი უკანონოდ გამოაცხადადა ახალი არჩევნები დანიშნა, რეგიონზე პირდაპირი მმართველობა სწორედ ესპანეთს ჰქონდა დამყარებული.
პუჩდემონმა პრემიერს მოსთხოვა გაეყვანა კატალონიაში მდგარი პოლიციელები.
სეპარატისტებმა, რომელთაც უწინდელი პარლამენტის უდიდესი ნაწილი ეკავათ, 27 ოქტომბერს დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩაატარეს, რომელიც მადრიდიდს ცენტრალურმა ხელისუფლებამ უკანონოდ სცნო.
ამის შემდეგ გაიმართა რიგგარეშე არჩევნები, რომელშიც „მოქალაქეთა პარტიამ“ ხმების 25.3 % აიღო და 135 ადგილიან პალატაში 37 ადგილი მოიპოვა.
რიგგარეშე არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა და პარლამენტში 70 ადგილი დაიკავა შემდეგმა პარტიებმა: JxCat, კატალონიის რესპუბლიკურმა პარტიამ (ERC) და სახალხო გაერთიანებამ (CUP).
მადრიდის ჟურნალ-გაზეთების თქმით, არჩევნების შედეგებმა მთავრობის პოზიციები გაამყარა.
„იმ ძალებმა, რომლებიც დამოუკიდებლობას უჭერენ მხარს, უნდა დაინახონ თავიანთი შეცდომები და გამოსწორებას ეცადონ,“ წერს ჟურნალ-გაზეთი „ლა ვანგუარდია“.
ABC თვლის, რომ მადრიდმა კატალონიის კრიზისი უნდა მოაგვაროს. „თუ ესპანეთს გრძელვადიანი ბრძოლის გამარჯვება და კატალონიის შენარჩუნება სურს, სახელმწიფოს გაძლიერებისათვის გეგმა უნდა დასახოს.“
არჩევნების შედეგებმა ჟურნალ-გაზეთები ორ გუნდად დაყო. ერთ ნაწილს დამოუკიდებლობის პროექტის გაგრძელება სურს, ხოლო მეორე ეთანხმება არჩევნების შედეგებს.
„დამოუკიდებლობის მოძრაობამ პრემიერ მინისტრი შეარცხვინა“, წერია „ელ ნაციონალში“. „გადაწყვეტილებები, რომლებიც კატალონიას ეხება, მადრიდში არ მიიღება“.
ესპანეთის მოსახლეობის 16% კატალონიაში ცხოვრობს.
კატალონიას ესპანეთის ექსპორტის 25.6% უკავია.
კატალონიაზე ესპანეთის მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) 19% მოდის.
კატალონიაზე უცხოური ინვესტიციების 20.7% მოდის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.