ბათუმის საქალაქო სასამართლომ სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე ბრალდებულებს, გიორგი მიქელაძეს და ფათიჰ იაუზის ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით 20-20 ათასი ლარის შეთავაზების და თავდებში მყოფი პირების სიის თაობაზე.
ბრალდების მხარის განცხადებით, ბრალდებულების, გიორგი მიქელაძისა და ფათიჰ იაუზის გათავისუფლების შემთხვევაში, რომელთაც სასტუმრო „ლეოგრანდში“ უსაფრთხოების წესების დაცვა ევალებოდათ, მათი მხრიდან მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე არსებობდა.
მომდევნო სასამართლო პროცესი 16 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.