ბოლო მონაცემებით, 53 ადამიანია დაღუპული, მათ შორის სავარაუდოდ 41 ბავშვი, რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად
26-03-2018, 10:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სულ მცირე 53 ადამიანია დაღუპული, სხვა 27 კი დაკარგულად არის გამოცხადებული რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენტრში კვირას გაჩენილი ხანძრის შედეგად. რუსეთის ოფიციალური პირების თქმით, გარდაცვლილთა შორის შესაძლოა 41 ბავშვი იყოს.

 


ხანძარი ცენტრის ბოლო სართულზე იმ დროს გაჩნდა, როცა მსხვერპლთა უმრავლესობა კინოდარბაზში იმყოფებოდა.

 


სოციალურ მედიაში განთავსებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ ხტებიან ადამიანები ფანჯრებიდან, რომ თავი დააღწიონ ცეცხლს.

 

 

 

 

 

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. დაწყებულია გამოძიება.

 

 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „წინასწარი ინფორმაციით, ჭერი ორ კინოდარბაზში ჩამოიქცა“.

 

 

კემეროვო, მთავარი ქვანახშირის მომპოვებელი ადგილი, დაახლოებით 3 600კმ-ის მანძილზე მდებარეობს მოსკოვის აღმოსავლეთით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი