ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა. მაღაროს ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილია გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლამდე მამაკაცი.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი" საქართველოს მეტალურგიული და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის პირველადი პროფკავშირის თავმჯდომარეზე, ამირან მაჩიტიძეზე დაყრდნობით იუწყება, რომ შუქრუთის მაღაროში ნგრევის შედეგად დაღუპული მუშის ცხედარი ჯერ არ უპოვიათ.
„მადნის მოპოვების სამუშაოების შესრულებისას ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. მაღაროში მყოფი მუშებიდან ერთ-ერთი მათგანი ამ დრომდე არ ჩანს. ის სავარაუდოდ გარდაცვლილია. ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია”, განაცხადა მაჩიტიძემ.
მომხართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „ჯორჯიან მანგანეზმაც"
„ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში გამთენიისას უბედური შემთხვევა მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, რა დროსაც ერთ-ერთი მაღაროელი მაღაროს ჩაკეტილ ნაწილში აღმოჩნდა.
ამ დროისთვის ჭიათურის მადნის გადამამუშავებელი კომბინატის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები 45 წლის ზაზა აბრამიშვილის ნანგრევებიდან გამოყვანას ცდილობენ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელი პირებიც.
კომპანია მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციას სამაშველო ღონისძიებების დასრულების შემდეგ გაავრცელებს”, აღნიშნულია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.