კარლეს პუჩდემონის პატიმრობაში აყვანის შემდეგ კატალონიაში საპროტესტო გამოსვლებმა იფეთქა
26-03-2018, 10:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის პოლიციის მიერ კარლეს პუჩდემონის პატიმრობაში აყვანის შემდეგ ესპანეთის შემადგენლობაში მყოფ კატალონიაში კვირას საპროტესტო გამოსვლებმა იფეთქა.

 


BBC-ის ცნობით, პროტესტანტებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლის შედეგად დაზიანებები მიიღო სულ მცირე 89 ადამიანმა, დაპატიმრებულია 4 პირი.

 

 

კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი, რომელზეც ძებნა ესპანეთის პროკურატურას ჰქონდა გამოცხადებული, გერმანიის პოლიციამ, დანიისა და გერმანიის საზღვრის გადაკვეთისას დააკავა.

 


იგი ხუთშაბათის შემდეგ ვიზიტად ფინეთში იმყოფებოდა, საიდანაც პარასკევს, დაპატიმრების თავიდან არიდების მიზნით გავიდა და ბელგიაში აპირებდა ჩასვლას.

 

 

იგი თვითდაწესებულ დევნილობაში სწორედ ბელგიაში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც კატალონიის პარლამენტმა გასული წლის ოქტომბერში ცალმხრივად გამოაცხადა ესპანეთისაგან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის შესახებ.

 

 

პუჩდემონის მიმართ ესპანეთის პროკურატურის მიერ დაუმორჩილებლობისა და ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებები მას 30-წლიან პატიმრობას უქადის.

 

 

კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი გერმანიის სასამართლოს წინაშე ორშაბათს, მოგვიანებით წარსდგება.

 


ცენტრალურ ბარსელონაში პროტესტანტები, რომლებიც ევროპული კომისიის და გერმანიის საკონსულოს ოფისებისკენ მიემართებოდნენ, შემდეგ სიტყვებს გაჰყვიროდნენ: „თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს“ და „ეს ევროპა სამარცხვინოა!“.

 


ესპანური ახალი ამბების სააგენტო „ეფეს“ ცნობით, ბარსელონას ცენტრში დაახლოებით 55 000 ადამიანი იყო შეკრებილი.

 


უფრო მცირე ზომის დემონსტრაციები გაიმართა გირონაში, სადაც პუჩდემონი ერთ დროს მერად მსახურობდა, ტარაგონასა და ლეიდაში. ზოგიერთმა პროტესტანტმა სხვადასხვა ადგილას საავტომობილო გზებიც გადაკეტა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი