მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის საჯარო სკოლამ, ფრენბურთში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშის შესარჩევ ტურს უმასპინძლა. ღონისძიება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
სპორტულ შეჯიბრებაში ჭუბერის, ყარ-სგურიშისა და ნაკრის საჯარო სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ.
როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებს შორის პირველი ადგილი ჭუბერის სკოლამ დაიკავა, რომელიც ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას ქალაქ ზუგდიდში რეგიონულ შეჯიბრში.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, საქართველოს ყველა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. მისი მიზანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოზარდების ჩართვა სპორტულ ცხოვრებაში.
ინფორმაციას მესტიის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.