მაშველებმა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროდან დაღუპული მუშა ამოიყვანეს.
„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, 45 წლამდე მამაკაცი გვირაბის ნანგრევებში 3 კილომეტრის სიღრმეზე იყო მოყოლილი.
სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ადგილზე 4 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
მაღაროს ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი გვირაბგამყვანის პოზიციაზე მუშაობდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.