ავღანეთში, გერმანულ სამხედრო ბაზა „მარმალზე“ ქართულმა ასეულმა გეგმიური მოტორიზებული პატრული განახორციელა
26-03-2018, 12:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავღანეთში, გერმანულ სამხედრო ბაზა „მარმალზე“ დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ნაკრებმა ასეულმა გეგმიური მოტორიზებული პატრული განახორციელა. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა პატრულირება ბალხის პროვინციაში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფის მიმდებარე სოფლებში ჩაატარეს.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოტორიზებულ პატრულში სწრაფი რეაგირების ნაკრები ასეულის პირველი ოცეული მონაწილეობდა. პატრული ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მიზანი საპატრულო რაიონის კონტროლი და ძალის დემონსტრირება იყო.

 

 

 


IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ბაზა „მარმალზე“ ასრულებს. ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება და სამხედრო ბაზის უსაფრთხოების მიზნით, საპატრულო რაიონის კონტროლია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი