დუშეთში „დედამიწის საათი“ აღინიშნა
26-03-2018, 12:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მსოფლიომ 24 მარტს საერთაშორისო ეკოლოგიური აქცია „დედამიწის საათი” აღნიშნა. აქციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის, ზურაბ სეხნიაშვილის ხელშეწყობითა და დუშეთის I საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, დუშეთიც შეუერთდა და „დედამიწის საათის” მხარდასაჭერად ცენტრალურ მოედანზე სიმბოლური ღონისძიება გაიმართა.

 


ეკოლოგიური აქციის ფარგლებში, ერთი საათით, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა ცენტრის მიმდებარე ტერიტორიისა და ადმინისტრაციული შენობებისთვის.

 


ღონისძიებას საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის ფილიალის მოხალისეები და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

 
„დედამიწის საათს" მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად, მარტის ბოლო შაბათს აღნიშნავენ. პროექტი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით დაიწყო და მისი მიზანია ბუნებრივი რესურსების გაფრთხილების მიმართ ცნობადობის ამაღლება, ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის პოპულარიზაცია. მასშტაბური ღონისძიებების ფარგლებში, რომელიც მთელი მსოფლიოს გარშემო მიმდინარეობს, მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც თანადგომასა და ზრუნვას გამოხატავს პლანეტის მიმართ.

 

 

ინფორმაციას დუშეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი