მაშველები და მეხანძრეები კვლავ ებრძვიან ხანძარს რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენტრში, სადაც ცეცხლი კვირას, შუადღისას გაჩნდა, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
ცოტა ხნის წინ ახალი ამბების სააგენტო იუწყებოდა, რომ ქუჩიდან ჩანდა, თუ როგორ ამოდიოდა შენობის სახურავზე, სავენტილაციო მილიდან ხშირი, შავი კვამლი.
„კვლავ აალებულ შენობაში ხანძრის ჩაქრობა მიმდინარეობს და პროცესში მეხანძრეები ამწეთი არიან ჩართული“, წერს რუსული სააგენტო.
ხუთი ადამიანი, რომელიც კვირას, რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენტრ „ზიმნაია ვიშნიაში“ გაჩენილი ხანძრის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა, ცოცხლები იპოვეს - აღმოჩნდა, რომ ისინი ინციდენტის ადგილას არ იმყოფებოდნენ, იტყობინება „რია ნოვოსტი“ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელის განცხადებაზე დაყრდნობით.
სულ მცირე 64 ადამიანია დაღუპული, ათეულობით კი დაკარგულად არის გამოცხადებული რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენტრში კვირას გაჩენილი ხანძრის შედეგად. რუსეთის ოფიციალური პირების თქმით, გარდაცვლილთა შორის უმრავლესობა ბავშვები არიან.
ხანძარი სავაჭრო ცენტრის ბოლო სართულზე იმ დროს გაჩნდა, როცა მსხვერპლთა უმრავლესობა კინოდარბაზში იმყოფებოდა.
სოციალურ მედიაში განთავსებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ ხტებიან ადამიანები ფანჯრებიდან, რომ თავი დააღწიონ ცეცხლს.

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. დაწყებულია გამოძიება.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „წინასწარი ინფორმაციით, ჭერი ორ კინოდარბაზში ჩამოიქცა“.
კემეროვო, მთავარი ქვანახშირის მომპოვებელი რაიონი, დაახლოებით 3 600 კმ-ის მანძილზე მდებარეობს მოსკოვის აღმოსავლეთით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.