საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ ვიზიტად მონტენეგროში გაემგზავრა. ლევან იზორია საქართველოს მხრიდან პირველი თავდაცვის მინისტრია, რომელიც ქალაქ პოდგორიცას ოფიციალური სტუმრის სტატუსით ეწვევა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრს მონტენეგროელი კოლეგა პრედრაგ ბოჩკოვიჩი უმასპინძლებს. ვილა გორიცაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალისა და მინისტრებს შორის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და მონტენეგროს დელეგაციები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვას გაფართოებულ ფორმატში გააგრძელებენ.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი მონტენეგროს პრეზიდენტს, ფილიპ ვუიანოვიჩსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, სრიან დანმანოვიჩს შეხვდება.
ინფორმაციას თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.