თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დედაქალაქის განვითარებისა და მცხოვრებთა კომფორტისთვის, აუცილებელია არსებული პრობლემების მოგვარება, რაც ზოგიერთ შეთხვევაში, კონკრეტული რეგულაციების დაწესების გზით უნდა მოხდეს.
კალაძის თქმით, ერთ-ერთი ასეთი პრობლემა დედაქალაქში სადისტრიბუციო ავტომანქანების გადაადგილებაა. სადისტრიბუციო მანქანებისთვის რეგულაციების შესაძლო დაწესების შესახებ მერი აცხადებს, რომ ეს ქალაქის განვითარებისთვის აუცილებელია.
„არის საცობები, არის ეკოლოგიური პრობლემა და შეუძლებელია ქალაქში გადაადგილება. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს პრობლემები მოსაგვარებელია. როცა ვიწყებთ პრობლემის გადაჭრას და კონკრეტული პროექტის განხორციელებას, ჩნდება კიდევ სხვა პრობლემა. მაგალითად, სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილება, ვთვლი, რომ პრობლემაა დღის განმავლობაში, ქმნიან შეფერხებებს და ა.შ. როცა კონკრეტულ ბიზნესს, კონკრეტულ ადამიანს ეხება საქმე, მაშინვე იწყება საუბარი, რომ შეუძლებელია ამის განხორციელება. ასე ჩვენ ვერ განვვითარდებით, წინ ვერ წავალთ. ვიცით, რომ არსებობს პრობლემა და ამ პრობლემის მოგვარებას სჭირდება რეგულაციების განხორციელება, რომელიც ჩვენ მიერ არის წარმოდგენილი. ანალოგიური გავაკეთეთ ე.წ. ყვითელ სამარშრუტო ტაქსებთან მიმართებაში. კონკრეტული ქუჩებია მითითებული, სადაც ისინი ვალდებულები არიან მხოლოდ გაჩერებებზე გააჩერონ. ანალოგიური მიდგომა გვქონდა „თბილსერვის ჯგუფთან“ ნარჩენების გატანის თვალსაზრისით. მათ აქვთ ვალდებულება ღამის საათებში გაიტანონ ნარჩენები. იგივეა სადისტრიბუციო მანქანებთან დაკავშირებით. არა მგონია, ეს რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს. ხალხია დასამატებელი? კეთილი ინებონ, დაამატონ, აქ საუბარია ქალაქის კეთილდღეობაზე, ადამიანების კომფორტზე. საცობები და შეფერხებები რომ ავიცილოთ, ეს რეგულაცია ერთ-ერთი კომპონენტია", განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.