ჩემთვის სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები ასეთი უპასუხისმგებლოები აღმოჩნდნენ, თუმცა, მათი წასვლა საერთო სურათში არაფერს ნიშნავს, - ასე შეაფასა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევერების, გოგა ხაჩიძის, გიორგი მელაძის, ზურაბ ჯაფარიძისა და პავლე კუბლაშვილის გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ.
"სამწუხაროდ, ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო, არასერიოზული და ინფანტილური გადაწყვეტილება მათი მხრიდან. პოლიტიკაში ყოფნა, მთავარ ოპოზიციურ ძალაში ლიდერის პოზიციაზე ყოფნა, სერიოზული პასუხისმგებლობაა და ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონმა ჯაფარიძემ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაუძლო, თუმცა, ამით ბევრი არაფერი იცვლება. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არის ერთადერთი ძალა, რეალური ალტერნატივა ივანიშვილის ხელისუფლების. "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს კონკრეტული ხედვა, გეგმა და უნარი, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოიყვანოს და ამ მხრივ ვაპირებთ მუშაობას. ჩემთვის სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები ასეთი უპასუხისმგებლოები აღმოჩნდნენ, თუმცა, მათი წასვლა საერთო სურათში არაფერს ნიშნავს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.