„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრა ორგანიზებული იყო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის არასამთავრობო ორგანიზაცია - ფონდ „აფხაზინტერკონტის“ (AIC) მიერ. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა რეგიონში ჰაბის ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიანი დიალოგის დაწყება. პრეზენტაციას დაესწრნენ მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების, თვითმმართველობის, ბიზნესის, ახალგაზრდების, მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების დირექტორებისა და პედაგოგების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება გაეცნო ჰაბის როლსა და ფუნქციას, პროექტის სამომავლო გეგმებს და იმ სავარაუდო სარგებელს, რომელსაც მიიღებს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოება.
შეხვედრის მონაწილეებმა, მოწვეულმა საზოგადოებამ ისაუბრეს მათ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე. აღნიშნეს ის გარემოებაც, რომ რეგიონი განიცდის არასამთავრობო ორგანიზაციების სათემო კავშირების, საინიაციტივო ჯგუფების სიმცირესა და სამოქალაქო სექტორის სისუსტეს, რაც უარყოფითად აისახება რეგიონის განვითარებაზეც, რადგან იმ პროექტებზე, რომლებიც ცხადდება და ხორციელდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს არ აქვთ ინფორმაციული წვდომა.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტის ერთ-ერთი კომპონენტის „დროის ბანკი“-ს შესახებ. „დროის ბანკი“ ეს არის გლობალური მოხალისეობრივი ელექტრონული პლატფორმა, სადაც აბანდებ შენს უნარებს, საჭიროების შემთხვევაში, გასცემ შესაბამის მომხახურეობას და იღებ დროის კრედიტებს, timecoin-ების სახით, ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია www.timerepublik.com -ზე დარეგისტრირების დეტალებზე და იმ მოხალისეობრივ აქტივობებზე, რისი განხორციელებაც შესაძლებელია „დროის ბანკი“-ს საშუალებით.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.