კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში სამომავლო პარკირების მიმართულებით გადმოტანილი იქნება „ევროპის განვითარებული ქვეყნების საუკეთესო მაგალითები“
26-03-2018, 14:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სითი პარკისთვის“ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, თბილისის მერია მოსახლეობას ახლო მომავალში პარკირების წესების შესახებ ახალ ხედვას შესთავაზებს.

 


კახა კალაძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, სამომავლო პარკირების წესებს, თუმცა მინიშნების გაკეთებით, რომ გადმოტანილი იქნება „საუკეთესო მაგალითები ევროპის განვითარებული ქვეყნებიდან“, მოსალოდნელია, რომ თბილისისთვისაც ევროპული ზონალური დაყოფის და საათობრივი ანაზღაურების სქემა იყოს წარდგენილი.

 


„სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. 10 აპრილიდან იცით, რომ პარკირების მიმართულებით სატრანსპორტო კომპანია იმუშავებს. სამომავლოდ როგორი იქნება პარკირება - ზონალური, საათობრივი თუ ა.შ. ამაზე ჩვენს ხედვას მოსახლეობას უახლოეს მომავალში გავაცნობთ. ჩვენ ახალს ნამდვილად არაფერს გამოვიგონებთ, გადმოვიტანთ საუკეთესო მაგალითებს ევროპის განვითარებული ქვეყნებიდან, თუ როგორ არის იქ პარკირების სისტემა მოწესრიგებული“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 1
#1   ეკატერინე
      
ალბათ ყველაზე კარგი იქნება თუ აშენდება 4-7 სართულიანი შენობები პარკირებისთვის.
26 მარტი 2018 05:56
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი