ირაკლი კობახიძე ჟენევაში ყატარის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
26-03-2018, 15:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირაკლი კობახიძე, ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 138-ე ასამბლეის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ყატარის მრჩეველთა საბჭოს სპიკერს, აჰმედ ალ მაჰმუდს შეხვდა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ორმხრივ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები მზარდია და აუცილებელია ამ ტენდენციის შენარჩუნება.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყატარის მრჩეველთა საბჭოს სპიკერს, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის მდებარეობა და არსებული ბიზნესგარემო ხელსაყრელს ხდის ყველა ქვეყნისთვის, აწარმოოს ბიზნესსაქმიანობა.

 

 

ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი განიხილეს. ყატარის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ გამოთქვა სურვილი საქართველოში ყატარის ინვესტიციების მნიშვნელოვნად გაზრდის თაობაზე.

 

 

მხარეები გაცვლით ვიზიტებსა და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

 

„ძალიან პოზიტიური შეხვედრა გვქონდა ყატარის რესპუბლიკის მრჩეველთა საბჭოს წევრებთან , სადაც ისინი საქართველოს მოიხსენიებდნენ, როგორც სწრაფად პროგრესირებად და საინვესტიციო თვალსაზრისით ძალიან საინტერესო ქვეყანას. ასეთივე დამოკიდებულებაა სხვა ქვეყნებისგანაც. ჩვენ ვლაპარაკობთ საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე და ასევე ბევრს ვლაპარაკობთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ დეტალურად ვაყენებთ საქმის კურსში ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლებს“, განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა მამუკა მდინარაძემ.

 

 

ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 24-28 მარტს, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი