დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრს შეხვდა
26-03-2018, 16:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრ ელი კოენს შეხვდა.

 

 

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ორმხრივი კავშირების განვითარების ძირითადი მიმართულებები.

 

 

„აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები ნათელი მაგალითია ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების დიდი ინტერესისა, რომლებიც საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებობს. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს „მაშავის" საქმიანობა საქართველოში. მისი ძირითადი მიმართულებაა ისრაელის თანამედროვე გამოცდილებისა და ტექნოლოგიების გაზიარება ისეთ დარგებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება, მაღალი ტექნოლოგიები და სხვ.

 

 

შეხვედრაზე პირველმა ვიცე პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე და შესაძლებლობებზე, რომელსაც ქმნის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა სახელმწიფოებთან. დიმიტრი ქუმსიშვილმა ისრაელის მხარის წარმომადგენლებს გააცნო მოგების განაწილების რეფორმა, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებს და კერძო სექტორს განვითარების და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის შესაძლებლობას აძლევს.

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პროგრესი, რომელიც საქართველოში მიმდინარე რეფორმებმა მოიტანა, აისახა საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებში. მათ შორის, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ავტორიტეტულ რეიტინგში, სადაც საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-9 პოზიციაზეა.

 

 

ორმხრივ სავაჭრო სტატისტიკაზე საუბრისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ პროგრესი სახეზეა, თუმცა პოტენციალი მნიშვნელოვანია. კერძოდ, 2017 წელს სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის, წინა წელთან შედარებით, 31 პროცენტით გაიზარდა, მათ შორის, ექსპორტი - 28 პროცენტით. საქართველოს ისრაელში, ძირითადად, გაააქვს ხილ-ბოსტნეულის წვენები, ლუდი, ღვინო და მინარალური წყლები და თხილი და კაკალი.

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე. აღინიშნა, რომ ისრაელი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელსაც საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციები განახორციელა. ამჟამად 271 ისრაელური კომპანია მოქმედებს, რომელთა ჯამური ინვესტიციაც 124 მლნ აშშ დოლარია.

 

 

ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა საზღვაო ტრანსპორტი, ლოგისტიკა, მაღალი ტექნოლოგიები, მათ შორის, სტარტაპების მხარდაჭერა, ტურიზმი და სხვ. მეტიც, ოფიციალური სტატისტიკით, ისრაელი მე-7 ადგილს იკავებს საქართველოში ჩასული ვიზიტორების რაოდენობით. 2017 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდამ 26 პროცენტი შეადგინა.

 

 

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაიზრდება", აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი