საპარლამენრტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, მისთვის ის უფრო გასაკვირია, რომ ოპოზიციონერი კოლეგები “ნაციონალური მოძრაობის” შემადგენლობაში რჩებიან, – ასე ეხმაურება გია ვოლსკი “ნაციონალური მოძრაობის” ოთხი წევრის მიერ პარტიის დატოვებას.
“ცოტა არ იყოს მიკვირს, რომ ამდენი ხანი იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები. კონიუნქტურის მიუხედავად, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” შექმნა, მოსაზრებაც კი არ ჰქონდათ იმისა, მოეხდინათ რებრენდინგი და გამოყოფილიყვნენ იმ ძალებისგან, რომელთაც დიდი დანაშაული აქვთ ჩადენილი”, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობა” ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი მელაძემ, გოგა ხაჩიძემ და პავლე კუბლაშვილმა გუშინ დატოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.