პუტინმა კემეროვოს საავადმყოფოში 18 წლის ივან ზავარზინი მოინახულა, რომელიც ხანძრის დროს სავაჭრო ცენტრის მე-4 სართულიდან გადმოხტა
27-03-2018, 11:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენტრ „ზიმნაია ვიშნიაში“ ხანძრის შედეგად დაშავებულები რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოინახულა.

 

 

„რია ნოვოსტის“ ცნობით, ოლქის საავადმყოფოში პუტინი გაესაუბრა 18 წლის ივან ზავარზინს, რომელიც ხანძრის დროს მეოთხე სართულიდან გადმოხტა. დაშავებულმა პრეზიდენტს უთხრა, რომ თავს კარგად გრძნობს. მისი თქმით, ხანძრის გაჩენისას იგი სავაჭრო ცენტრში მამასთან ერთად იმყოფებოდა. ზავარზინმა აღნიშნა, რომ პირველ წუთებში ბევრმა არ ირწმუნა მომხდარის სერიოზულობა და იფიქრა, რომ განგაში სასწავლო ხასიათის იყო.

 


ჯანდაცვის ხელმძღვანელმა ვერონიკა სკვორცოვამ პუტინს უთხრა, რომ ახალგაზრდა მამაკაცის მამა ცოცხალია, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას გადის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 


პუტინი ასევე სამ მამაკაცს შეხვდა, რომლებიც ხანძრის პირველივე წუთებიდან ეხმარებოდნენ ადამიანებს სავაჭრო ცენტრიდან ევაკუაციაში. ესენი არიან: 35 წლის ანდრეი სერგეევი, 21 წლის ალექსანდრ კალაჩევი და 42 წლის ნიკოლაი ლობიკოვი.

 

 

„რა ხდება, ეს ხომ საომარი მოქმედებები ან მაღაროზე მეთანის ამოფრქვევა არ არის. ადამიანები მივიდნენ ბავშვებით დასასვენებლად. ჩვენ დემოგრაფიაზე ვსაუბრობთ, მაგრამ რის გამო დავკარგეთ ამდენი ადამიანი? ვიღაცის დანაშაულებრივი გულგრილობისა და დოყლაპიობის გამო“, განაცხადა პუტინმა კემეროვოში გამართულ თათბირზე.

 

 

სულ მცირე 64 ადამიანია დაღუპული, ათეულობით კი დაკარგულად არის გამოცხადებული რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენტრში კვირას გაჩენილი ხანძრის შედეგად. რუსეთის ოფიციალური პირების თქმით, გარდაცვლილთა შორის უმრავლესობა ბავშვები არიან.

 


ხანძარი სავაჭრო ცენტრის ბოლო სართულზე იმ დროს გაჩნდა, როცა მსხვერპლთა უმრავლესობა კინოდარბაზში იმყოფებოდა.

 


სოციალურ მედიაში განთავსებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ ხტებიან ადამიანები ფანჯრებიდან, რომ თავი დააღწიონ ცეცხლს.

 

 

კემეროვო, მთავარი ქვანახშირის მომპოვებელი რაიონი, დაახლოებით 3 600 კმ-ის მანძილზე მდებარეობს მოსკოვის აღმოსავლეთით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი