ირაკლი ღარიბაშვილი: ვალდებული ვართ დავიცვათ ის, რისთვისაც საუკუნეების განმავლობაში ვიბრძოდით
26-05-2015, 01:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ხალხს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მოქლაქეები ააშენებენ სახელმწიფოს, რომელიც ერთნაირად მიმზიდველი იქნება ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, ოსებისთვის, საქართველოში მცხოვრები ყველა ერისა თუ ეთნიკური ჯგუფისათვის.


"ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა. ეს დიდი მონაპოვარია, რომელიც ჩვენს ხალხს სისხლის ფასად დაუჯდა. ჩვენ, ყველა ერთად, ვალდებული ვართ, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, დავიცვათ ის, რისთვისაც საუკუნეების განმავლობაში ვიბრძოდით და ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. დღეს საქართველო დემოკრატიული აღმშენებლობის გზაზე დგას - ეს არის ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანი, ჩვენი სახელმწიფოს განვითარების ერთადერთი გზა, რომელიც საერთო ევროპული ოჯახისკენ მიგვიყვანს. ჩვენ დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრად ახლოს ვართ მიზანთან, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვალდებული ვართ ქართველ ხალხს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შევუქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები, ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ავაშენებთ სახელმწიფოს, რომელიც ერთნაირად მიმზიდველი იქნება ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, ოსებისთვის, საქართველოში მცხოვრები ყველა ერისა თუ ეთნიკური ჯგუფისათვის. მე მჯერა, საქართველო გამთლიანდება და აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ ქართულ სახელმწიფოში, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებს შორის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი