„ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, წავედი მილანში, თმა შევიჭერი“ - კახა კალაძე ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებს პასუხობს
27-03-2018, 13:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი კახა კალაძე ბიუჯტის არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებს ეხმაურება.

 

 

როგორც კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ხაბეიშვილის ბრალდებებზე საუბარი სასაცილოა.

 

 

„თმა შევიჭერი მილანში, ეს არის ჩემი პასუხი ხაბეიშვილის განცხადებაზე. ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, წავედი მილანში, ქალაქის ბიუჯეტიდან დავხარჯე თანხები, იქ კიდევ ვიღაცები დავპატიჟე ბარში, რესტორანში, ესეც ქალაქის ბიუჯეტის თანხებით. მერე თმა შევიჭერი, მოგწონთ თქვენ თუ არა? ესეც ქალაქის ბიუჯეტით“, განაცხადა კალაძემ.

 

 

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მანანა თოქმაჯიშვილმა მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხდა, რომ 21-23 თებერვალს, მერი რამდენიმე ქვეყანაში პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრებს მართავდა - კალაძე ლუქსემბურგში ევროპის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს, პოლონეთში კომპანია „სოლარისის" წარმომადგენლებს საქალაქო ავტობუსების თაობაზე შეხვდა. მისივე თქმით, მილანში, სადაც საქალაქო ტრანსპორტის თაობაზე პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრა შედგა, მერი იმყოფებოდა მხოლოდ ერთი საღამო და სასტუმროს ხარჯი გაწეული არ ყოფილა.

 

 

ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საკრებულოში დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ კახა კალაძე იმყოფებოდა ლუქსემბურგში, მილანსა და ვარშავაში ორ თანმხლებ პირთან ერთად და როგორც მან აღნიშნა, მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით, ეს ვიზიტი ბიუჯეტიდან 14 000 ლარი დაჯდა.

 

 

„კალაძე აგრძელებს 20 მანეთად მოსკოვში გადაფრენის ტრადიციას და ამ შემთხვევაშიც ბიუჯეტის ხარჯზე იფრინა მილანის მიმართულებით, სადაც თმები შეიჭრა. ბიუჯეტმა ვიზიტში გადაიხადა 14 000 ლარზე მეტი. კონკრეტული დოკუმენტაცია გვაქვს წარმოდგენილი, კალაძის ბრძანება, რომელზეც მისი ხელმოწერაა. აღნიშნულით დასტურდება ის იყო პოტენციურ ინვესტორთან შეხვედრაზე. ჩამოსვლის შემდეგაც ვინ იყო ეს პოტენციური ინვესტორი, ბურუსით არის მოცული, რადგან დოკუმენტაციაში ამაზე არაფერი არ წერია. სავარაუდოდ, პოტენციურ ინვესტორად კალაძე განიხილავს იმ დალაქს, რომელმაც მას „ნანეტი“ შეჭრა“, განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი