ირაკლი კობახიძე მაროკოს სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პირველ ვიცე პრეზიდენტს შეხვდა
27-03-2018, 14:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირაკლი კობახიძე ჟენევაში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს შეხვედრა მაროკოს სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პირველ ვიცე პრეზიდენტთან, აბდელაზიზ ომართან გამართა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კობახიძემ მაროკოს სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის მდებარეობა და არსებული ბიზნესგარემო ხელსაყრელს ხდის ყველა ქვეყნისთვის, საქართველოში აწარმოოს ბიზნესსაქმიანობა.

 

 

წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტმა ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში აქტიური საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების როლზე ისაუბრეს.

 

 

მაროკოს სამეფოს დელეგაციის მხრიდან, გაცვლითი ვიზიტების სურვილი გამოითქვა.

 

 

მხარეები ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, მაროკოს სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ყოველწლიურ სამიტზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის 17-19 ივლისს, თბილისში გაიმართება.

 

 

ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 24-28 მარტს, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი