თბილისის გენგეგმის განხილვაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
27-03-2018, 15:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვის დროს, შეხვედრის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

 

 

გენგეგმასთან დაკავშირებით მერიამ შენიშვნები წარმოადგინა. როგორც მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა განაცხადა, გენერალური გეგმის ავტორების მიერ არ არის შემოთავაზებული, როგორ უნდა განხორციელდეს დოკუმენტში გაწერილი ძირითადი კონცეფციები.

 

 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვაზე სამარცხვინო განცხადებები კეთდება.

 

 

„შეურაცხყოფილი ვარ იმ სასამართლოთი, რაც გენგეგმის ჯგუფს მოუწყვეთ. ერთი საათია, ვისმენ არგუმენტებსა და სამარცხვინო განცხადებებს“, განაცხადა ელენე ხოშტარიამ, რაზეც მას მერმა, კახა კალაძემ უპასუხა.

 

 

„თქვენი შოუ ვერ იქნება. არ მოგცემთ პოპულიზმის საშუალებას, პოლიტიკური ზრდილობა იქონიეთ, ნერვები დაიმშვიდეთ“.

 

 

ხოშტარია რამდენიმე წუთის განმავლობაში კითხვის დასმის უფლება ითხოვდა, რისი საშუალებაც მას ღონისძიების მოდერატორმა არ მისცა.

 

 

აღნიშნულს „ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძისა და საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ვახტანგ შაქარაშვილის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

 

 

„რა არის ეს - ბოზი ქალებივით ყვირიხართ“, მიმართა შაქარიშვილმა ვაშაძეს.

 

 

გენგეგმის განხილვის დროს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, სხდომა პროტესტის ნიშნად ელენე ხოშტარიამ, ალეკო ელისაშვილმა და „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებმა დატოვეს.

 

კომენტარები: 1
#1  Revazi
      
მაინტერესებს რატომ ესწრეებიან განხილვას ელენე ხოშტარია, ალეკო ელისაშვილმი და მათი მსგავსი პირები, რომლებიც პროექტირების საქმეშ, ესე რომ ვთქვათ, ,,ტყემალზე ზიან", რატომ არ ასწრეფთ ამ საქმესი დიდი პრაქტიკის მქონე, გამობრძმენდილ სპეციალისტებს?!
27 მარტი 2018 08:04
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი